როგორ უნდა ჩაერთოთ მაძიებლის პროგრამაში და რა აქტივობების ჩატარება მოგიწევთ?
12-03-2022

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმათ, მასწავლებლის მაძიებლის პროგრამაში ჩართვის მსურველებმა რეგისტრაცია ვაკანსიების ვებ-გვერდიდან - www.pedagogi.ge  უნდა გაიარონ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ პროგრამის გავლა შეუძლიათ, მასწავლებლობის მაძიებელი, პირი რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პირი, რომელიც 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის  ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და  მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არ იყო ჩართული.

მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის“ მიზნები:

მასწავლებლის მაძიებლობის მიზანია მასწავლებლობის მაძიებლის პროფესიული ცოდნის გაღრმავება, მასწავლებლის უნარ-ჩვევების შეძენა ან/და განვითარება და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობა, ასევე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული საგნობრივი ვაკანსიების შევსება კომპეტენტური და კვალიფიციური კადრებით.

მაძიებლობის პროგრამის შემადგენლობა

მაძიებლობის პროგრამა შედგება 2 კურსისგან აკადემიური კურსი და პედაგოგიური პრაქტიკის კურსი (ორივე კურსის გავლა სავალდებულოა) და მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მაძიებელმა  2 წლის განმავლობაში უნდა დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია.

მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის“ გავლის საფეხურები

მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის გავლის საფეხურებია:

ა) რეგისტრაცია;
ბ) აკადემიური კურსი (ონლაინ);
გ) პედაგოგიური პრაქტიკის კურსი;
დ) აღიარება (დადასტურება).

მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამის ხანგრძლივობა

  • მასწავლებლობის მაძიებელს შესაძლებლობა აქვს გაიაროს გრძელვადიანი ან მოკლევადიანი (ინტენსიური) კურსი.
  • მასწავლებლობის მაძიებელი კურსზე რეგისტრაციისას ირჩევს კურსის ხანგრძლივობას მოკლევადიან ან გრძელვადიან კურსს და ამის შესაბამისად პროგრამაში საკუთარი მუშაობის გრაფიკს;

ა) გრძელვადიანი კურსი გულისხმობს ორ წელს და 20 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი შემდეგი 5 მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ოთხი ფოკუსირებული დაკვირვება): 1.სასწავლო გარემო; 2.სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა; 3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 4. მეტაკოგნაცია და მაღალი სააზროვნო უნარები; 5.უკუკავშირი. 20 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს, ვინც კურსის ხანგრძლივობად აირჩევს ერთ წელზე მეტ ვადას.

ბ) მოკლე კურსი გულისხმობს მინიმუმ 4 თვეს და 10 გაკვეთილის ჩატარებას, რომელსაც აკვირდება ტუტორი შემდეგი 5 მიმართულებით(თითოეულ მიმართულებაზე, მინიმუმ ორი ფოკუსირებული დაკვირვება): 1.სასწავლო გარემო; 2.სოციალურ-ემოციური მხარდაჭერა; 3.მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ეფექტური კომუნიკაცია; 4. მეტაკოგნაცია და მაღალი სააზროვნო უნარები; 5.უკუკავშირი. 10 გაკვეთილის ჩატარების ვალდებულება აქვს ყველა იმ პირს ვინც კურსს გაივლის 4 თვიდან ერთ წლამდე.                                                                  

საბოლოო შეფასება/აღიარება

  • მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის საბოლოო შეფასებას (აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასება) ახდენს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
  • იმ შემთხვევაში, თუ, მასწავლებლობის მაძიებელი არაუმეტეს 2 (წლის) განმავლობაში ვერ დაძლევს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას, მაგრამ წარმატებით ექნება გავლილი აკადემიური კურსის ეს ნაწილი, სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების შემდგომ, სკოლის დირექტორის წერილობითი ფორმით, ცენტრში მომართვის საფუძველზე Eschool-ის ელექტრონულ სისტემაში აღუდგება აკადემიური კურსის დადებითი შეფასება.
  • მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის შედეგებს ადასტურებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

დეტალური ინფორმაცია, მაძიებლობის პროგრამის შესახებ, იხილეთ ბმულზე: http://tpdc.gov.ge/geo/35/

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ წერილი ფოსტაზე: madziebeli@tpdc.ge

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203