ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს
09-03-2022
აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის N1 საჯარო სკოლა საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს.
სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებისა და პედაგოგების თანადგომით, ჰუმანიტარული ტვირთი: საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, თბილი ტანსაცმელი შეაგროვეს.
„უკრაინის ტრაგედიამ დიდი ადამიანური თანადგომის განცდით გააერთიანა მთელი საქართველო, რისი დასტურიცაა პირველსკოლელთა მასობრივი ჩართულობა ზემოხსენებულ ჰუმანიტარულ აქციაში, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა თუ პედაგოგს. მშვიდობა უკრაინას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს