„ჩვენ მშვიდობა გვინდა“- თბილისის N71 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს
09-03-2022
თბილისის N71 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

სკოლა უკრაინის დროშის ფერებში მოირთო, გაბერეს ბუშტები და სოლიდარობა სხვადასხვა აქტივობით გამოხატეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში ყველა განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო. 

„წელს „უჩვეულო“, უცნაური გაზაფხული მოვიდა...მინდა გისურვოთ უღრუბლო ზეცა და კაშკაშა მზე! მშვიდობა უკრაინას. არაფერია მშვიდობის ფასი! არაფერია სიცოცხლეზე ძვირფასი! არა ომს! სოლიდარობა უკრაინას! მშვიდობა მსოფლიოს! ჩვენ მშვიდობა გვინდა“,- წერს სკოლის მასწავლებელი ლედი ელიაშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203