„ჩვენი სკოლის ისტორიას კიდევ ერთი საამაყო ფურცელი შეემატა“- თბილისის N143 სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
თბილისის N143 საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს.
გლდანი-ნაძალადევის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და სკოლის დირექტორის, თამარ ჭარბაძის ორგანიზებით, განხორციელდა საქველმოქმედო აქტივობა. რის შედეგადაც ტანსაცმელი, საკვები და მედიკამენტები შეგროვდა.
სკოლა მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ აქციაში მონაწილეობდა.
„ჩვენი სკოლის ისტორიას კიდევ ერთი საამაყო ფურცელი შეემატა! მოლოდინს გადააჭარბა დახმარების მსურველთა და შეგროვილი ნივთების რაოდენობამ! სკოლის დირექცია, პედაგოგები მადლობას მოგახსენებთ ყველას ამ უდიდესი გულისხმიერებისათვის!
გვჯერა, რომ ძალა თანადგომა, მზრუნველობასა და ერთობაშია! ღმერთმა დალოცოს უკრაინა და საქართველო“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.