თბილისის N133 საჯარო სკოლის დახმარება უკრაინელ ხალხს
09-03-2022
თბილისის N133 საჯარო სკოლა საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სოლდიარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ.
სკოლამ უკრაინელებისთვის ფინანსურ დახმარებასთან ერთად სურსათის, სამედიცინო საშუალებებისა, ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგება უზრუნველყო.
„ჩვენი დიდი ოჯახის, თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ერთიანობით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ძალიან მცირე დროში შეგროვდა 4440 ლარი! ფინანსურ დახმარებასთან ერთად სკოლამ უზრუნველყო სურსათის, სამედიცინო საშუალებების, ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების მომარაგება, რომელიც დიდი სატვირთო მანქანით მივაწოდეთ უკრაინის საელჩოს! დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ სასიკეთო საქმისთვის! უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში, სკოლის სახელით, კიდევ 465 ლარი გადაირიცხა, მადლობა მე-5ე კლასის, მე-3დ კლასის მშობლებს და მათ დამრიგებლებს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს