
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი საკლასო ღონისძიება ჩატარდა.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მარიკა ცეცხლაძის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი წარმოადგენა გამართეს.
მეორეკლასელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და დედებს დღესასწაული დიდი სითბოთი და სიყვარულით მიულოცეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: