წესის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
09-03-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლა მუდმივად ზრუნავს, რომ მოსწავლეები მრავალფეროვან საგანმანათლებლო თუ შემოქმედებით აქტივობებში იყვნენ ჩართულნი, სწორედ ამიტომ ყოველთვის აღინიშნება სხვადასხვა დღესასწაულები და მნიშვნელოვანი თარიღები. 

 
წესის საჯარო სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად მოსწავლეებმა მოაწყეს საგაზაფხულო გამოფენა სახელწოდებით - „პირველად დედას დავუკრეფ იებს“. აღნიშნული აქტივობა სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ინგა მელაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203