ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა უკრაინის დასახმარებელ სოციალურ კამპანიაში ჩაერთო. მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივით სკოლა მეზობელი ქვეყანას დაეხმარება.
როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა უერთდება უკრაინელი ხალხის დახმარების კამპანიას. სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ჰუმანიტარული ნივთები შეაგროვეს და მუნიციპალიტეტის დახმარებით გაუგზავნიან უკრაინელ მეგობრებს.
„ჩვენ გვჯერა რომ უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება უკრაინას!“