თბილისის N191 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულები მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
09-03-2022
თბილისის N191 საჯარო სკოლა ყოველთვის აქტიურად ეხმიანება სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს და მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით ახალისებს, რითაც ამრავალფეროვნებს, როგორც მათ სასწავლო გარემოს ისე, ამაღლებს მათ ცნობიერებას.

თბილისის N191 საჯარო სკოლის პედაგოგის ქეთევან ყოლბაიას ინიციატივით, IV კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს გაზაფხულის ყველაზე მნიშნელოვან დღესასწაულებს - დედის დღეს და 8 მარტს. როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მოსწავლეებს დიდხანს გაყვებათ დადებითი ემოციები რომელიც ღონისძიების ფარგლებში დააგროვეს მოსწავლეებმა. 
 
„გილოცავთ დედის დღეს, გაზაფხულს, 8 მარტს, გვიყვარხართ“ .

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203