ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.
სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.
იყოჩაღეს ყველაზე პატარებმაც, პირველი კლასის მოსწავლეებმა:
„ამ პატარებს პოლიტიკის არაფერი გაეგებათ, მაგრამ იმის გააზრება კარგად შეუძლიათ, თუ რა დღეში არიან უკრაინელი თანატოლები. სიყვარულისა და თანაგრძნობის გარდა მათ ვერაფერი შესწევთ თანატოლების გასაგზავნად. მუშტად შეკრული ერთიანობა მათი სლოგანია“,- წერენ პირველი კლასის მოსწავლეები შესახებ.
იხილეთ ფოტოები: