ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე სატელევიზიო გადაცემის სტუმარია 
09-03-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლა, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ადგილობრივი მოსწავლეები, სკოლის ხელმძღვანელისა და პედაგოგების დამსახურებით,  მუდმივად ზრუნავენ, მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ასევე ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში, რომელიც სამომავლო წინსვლაში აუცილებლად დაეხმარება.

ამჯერად გადაცემა „მომავლის ჟურნალისტების" შესახებ გიამბობთ, რომლის ფორმატიც ძალზე საინტერესოა და რომლის სტუმარიც ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი ტარიელ მიქელაძე გახლავთ, კორესპონდენტი კი „მწიგნობარის“ საპატიო წევრი, ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიკა სურმანიძეა.

ჟურნალისტის აქტუალური კითხვები და რესპონდენტის გულწრფელი პასუხები გადაცემის ფორმატს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.  პროექტის ხელმძღვანელი კი გახლავთ გიტა ლემსაძე.

იხილეთ ვიდეოჩანაწერი


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203