ალპანის საჯარო სკოლის VIII კლასში ინგლისური ენის პედაგოგმა, სალომე შალამბერიძემ შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩაატარა
09-03-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, VIII კლასში პედაგოგმა, სალომე შალამბერიძემ თემაზე - „Romeo and Juliet. The Past Simple Tense“ ღია გაკვეთილი ჩაატარა.

აღნიშნულის შესახებ დირექტორმა, მაია ჩაჩხიანმა სპეციალური წერილი გაავრცელა და პედაგოგს ჩატარებული სამაგალითო გაკვეთილისთვის მადლობა გადაუხადა:

„გსურთ ისიამოვნოთ საგაკვეთილო პროცესით, ენის ბარიერის მიუხედავად? გახდით სალომე მასწავლებლის მიერ ჩატარებული ინგლისური გაკვეთილის თვითმხილველი და ყველაფერი ცხადი და სასიამოვნო იქნება! ალპანის სკოლაში საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების და მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთდაკვირვების პროცესი კვლავ აქტუალურია! „კრიტიკული მეგობრობა“ ხომ მოგწონს და მოგვწონს! წარმატებები თქვენ! ამშვენებთ და ალამაზებთ ჩვენს სკოლას!“, - წერს დირექტორი მაია ჩაჩხიანი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203