ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლის, პაპუნა მაღრაძის წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
ხაშურის N7 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე პაპუნა მაღრაძემ ლევან გოთუას „გმირთა ვარამის“ მცოდნეთა შორის გამართულ კონკურსზე წარმატებას მიაღწია.
მოსწავლე ხაშურის გუნდის წევრია. გუნდი სულ 3 მოსწავლისგან შედგება.
კონკურსი საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მასშტაბით გაიმართა. დასკვნითი ღონისძიება 10 მარტს, მწერლის დაბადების დღეზე გაიმართება.
„10 მარტს დიდი მწერლის დაბადების დღეა. კონკურსის მონაწილეები მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში მიწვეულნი არიან დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით გაიმართება. მონაწილეები დაჯილდოვდებიან სიგელებით“,- წერს სკოლა.