„ბავშვები ბავშვებისთვის“- თბილისის N141 საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს
09-03-2022
თბილისის N141 საჯარო სკოლაში უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს.

სკოლაში მეგობარ ქვეყანას თანადგომას უცხადებენ. დახმარება 2 დღეში აქციის - „ბავშვები ბავშვებისთვის“ ფარგლებში, შეგროვდა. 

შეაგროვეს საკვები, სამოსი და სხვადასხვა საჭირო ნივთი.

სკოლა მადლობას უხდის აქციაში ჩართულ ყველა მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს. 

„ჰუმანიტარული ტვირთი გადატანილია სპეციალურ მისამართზე.
მადლობას ვუხდით აქციაში მონაწილე მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს.
ძალა ერთობაშია! ჩვენი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! დიდება უკრაინას“,- წერს სკოლა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203