ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადეს.
სკოლაში შეგროვდა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება. სკოლამ მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გარკვეული თანხაც ჩარიცხა.
სკოლაში შემდეგი სახის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა:
- პირველადი დახმარების სამედიცინო საშუალებები;
- ჰიგიენის საშუალებები;
- არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები;
- ტანსაცმელი და სხვა.
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს წითელი ჯვრის ტყიბულის ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად, სკოლის ეკოკლუბ „ერას" წევრები მოხალისეებად ჩაერთნენ საინფორმაციო კამპანიაში. ქალაქში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში დასაქმებულ ადამიანებს ჰუმანიტარული აქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პირადად დაეხმარენ ნივთების შეგროვების ორგანიზებაში“,- წერს სკოლა.