„არა ბავშვების დაობლებას!“ - გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ თანატოლებს
09-03-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლა საქართველოს მეგობარი ქვეყნის, უკრაინის გვერდით არის და მხარდაჭერას უცხადებს. სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
„ვუთხრათ არა ომს!“, „არა ძალადობას!“, „არა ბავშვების დაობლებას!“, „არა სკოლებისა და ბაღების ნგრევას!“, „არა საავადმყოფოების ნგრევას!“, „არა ძალმომრეობას!“, „Stop Russia!“, „Stop war!“ და „Glory to Ukraine!“, - სწორედ ამ სლოგანების გარშემო შეიკრიბნენ სკოლის მოსწავლეები.
ბავშვებმა მხარდაჭერის ნიშნად დახატეს უკრაინის დროშები და თანატოლებს კეთილი სურვილები გაუგზავნეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს