გოგნის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი აქტივობებით დაასრულეს
09-03-2022
კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.

მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსწავლეთა ცოდნა გააღრმავონ და შემოქმედებითი უნარები განუვითარონ. 

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი გააცილეს. მათ ქართული ანბანი სრულყოფილად შეისწავლეს. 

აღნიშნული მოვლენის გამო, პედაგოგმა მოსწავლეებს საზეომო განწყობა შეუქმნა, მოირთო საკლასო ოთახი და პატარებმა ეს დიდი მიღწევა ერთად აღნიშნეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203