ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მხარდაჭერა უკრაინელ თანატოლებს
09-03-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

„მომავლის მშვიდობაზე ფიქრი ნიშნავს ბავშვებზე ზრუნვას“ და „ყველაფერი რაც გვჭირდება არის მშვიდობა“, - ამ სლოგანების გარშემო შეიკრიბნენ მოსწავლეები და უკრაინელ თანატოლებსა და ხალხს კეთილი სურვილები გაუგზავნეს.

„ჩვენ ვდგავართ ჩვენი თანატოლების გვერდით. მშვიდობიან ქვეყანაში გვეცხოვროს“, აღნიშნული სიტყვებით მოსწავლეებმა სოლიდარობა გაუგზავნეს უკრაინელებს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ალექსანდრა კვიციანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203