სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სკოლაში უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს.
სასკოლო საზოგადოება უკრაინელ გმირ ხალხს დახმარებასთან ერთად კეთილ სურვილებს უგზავნიან. სკოლა გმობს ომს და უკრაინელებს მშვიდობის მალე დამყარებას უსურვებს.