„არა ომს!“- ზედა საზანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს
09-03-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

„არა ომს! შენ არ გაქვს უფლება წაგვართვა სიცოცხლე!“ - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი. 

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203