„იზრუნე მომავალზე“ - თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
09-03-2022

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პროექტში მონაწილეობდნენ.

მათ ამ თემასთან დაკავშირებით პლაკატები და მიმართვები მოამზადეს, შემდეგ კი ვიდეორგოლის სახით წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ხორციელდება მეორე სასკოლო პროექტი - „გარემოს დაცვა“. დამთავრდა მისი განხორციელების პირველი ეტაპი. როგორც მოსწავლეები ასევე მშობლები აქტიურად და ინტერესით არიან ჩართულნი დაგეგმილ აქტივობებში. საინტერესოდ წარმოადგინეს ყველაზე პატარებმა, პირველკლასელებმა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით სლოგანები ვიდეორგოლის სახით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203