ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს
09-03-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსეთის აგრესია გააპროტესტეს და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.

ჩვენ გვინდა მშვიდობა არა ოკუპაციას და ომს - ეს იყო მოსწავლეთა მთავარი გზავნილი.

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით, ბუშტებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203