ახოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მშვიდობის სადარაჯოზე
09-03-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა მშვიდობას მხარი დაუჭირეს.

ჩვენ გვინდა მშვიდობა! არა ომს! - ეს იყო ის გზავნილი, რაც სკოლის მოსწავლეებს ჰქონდათ. 

მათ თავიანთი ხელით მტრედები გამოჭრეს და უკრაინის დროშის ფერებში მოხატეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.

„მშვიდობის მტრედები ახოს №1 საჯარო სკოლიდან“,- წერია სკოლის მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203