მათხოჯის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გამოფენა გაიმართა
09-03-2022
ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში უკრაინის მხარდასაჭერი გამოფენა გაიმართა. 

სკოლაში მოსწავლეთა არაჩვეულებრივი ნახატები გამოიფინა, რომლებმაც დამთვალიერებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

აღნიშნული აქტივობის ხელმძღვანელი ნუნუ მელაძე იყო. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203