„დიდება უკრაინას“- ვაიოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მეგობარ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადეს
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.დიდება უკრაინას! ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული! - ეს იყო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი.
მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი ნახატებით - უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს.
სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ.
აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ.