„ჩვენი ხმა უკრაინას“- მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა
09-03-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

ჩვენი ხმა უკრაინას! სოლიდარობა უკრაინას! არა ძალადობას! არა ომს! - ეს იყო ის გზავნილები, რაც სკოლის მოსწავლეებს ჰქონდათ.

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203