
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.
მოსწავლეებმა პედაგოგებს საკუთარი ხელით დამზადებული სარვამარტო მისალოცი ბარათები გადასცეს.
მასწავლებლებისთვის მოსწავლეთა ყურადღება განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა.
„მოსწავლეებმა მასწავლებლები საკუთარი ხელით დამზადებულ ნაირ- ნაირი მისალოცი ბარათებით გაგვახარეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: