ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი შინდისის გმირების მემორიალთან ჩაუტარდათ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებს 24 თებერვალი არასდროს დაავიწყდებათ. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ცირა აწკარუნაშვილმა თემაზე - „გმირნო მამულის მადიდნო“ სოფელ შინდისში, იქ სადაც უთანასწორო ბრძოლაში, რუსი ოკუპანტების მიერ ჩაცხრილული 17 გმირი ვაჟკაცის მემორიალია აღმართული, გაკვეთილი ჩაატარა.
ბავშვებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპალთა უკვდავებას.
„მათ ცრემლმომდგარ თვალებს აშკარად ეტყობოდა სინანულის განცდა; თუმცა, სიტყვებსა და ლექსებში იგრძნობოდა ოპტიმიზმის განცდა და ასეთი სიტყვებით დაასრულეს თავიანთი გამოსვლა - „კიდევაც დაიზრდებიან“. აღნიშნული გაკვეთილის მაღალ დონეზე ჩატარებას აქტიურად შეუწყო ხელი სკოლის დირექციამ და კლასის ხელმძღვანელმა, ინგა ამირიძემ. მის მიერ მომზადებულმა მუსიკალურმა ნომერმა - „შავლეგ შენი შავი ჩოხა“ ომახიანად გაისმოდა შინდისის გმირების სისხლით მორწყულ მიწაზე“, - აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ვიდეომასალები: