გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება მოაგროვეს
09-03-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარება მოაგროვეს.

„ამ მცირედს ჩვენ დიდ სიყვარულს, სითბოს და თანადგომას ვატანთ. ჩვენ თქვენთან ვართ! პატარა და სუფთა გულებით ვლოცულობთ თქვენთვის“. მადლობა ჩვენი სკოლის თითოეულ მოსწავლეს და მათ ოჯახებს გულისხმიერებისთის. ერთად ყველაფერს შევძლებთ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203