ჟახუნდერის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები ღონისძიებით აღინიშნა
09-03-2022

ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში დედის და ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა.

მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203