ხუნწის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ორიგინალურად მიულოცეს
09-03-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მოსწავლეები ლამაზ და მრავალფეროვან ღონისძიებებს ყოველთვის ხალისით უძღვნიან.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში, დედის დღესთან დაკავშირებით პოსტერი შექმნეს. ნიჭიერმა და მონდომებულმა მეხუთეკლასელებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები საკუთარი ხელით დაამზადეს და სიტყვით მიმართეს.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს