ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება მოაგროვეს
09-03-2022
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ. 

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მეგობარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარება მოაგროვეს. 

სკოლაში გმობენ ომს და უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებენ. 

„მოსწავლეების და პედაგოგების ჰუმანიტარული დახმარება თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხს! არა ომს! მშვიდობა ყოველთა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203