ღების საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
09-03-2022

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ. 

მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მხარდამჭერი პლაკატები დაამზადეს და პოზიცია ასეთი სახით გამოხატეს.

მოსწავლეები გმობენ ომს და უკრაინელ მოქალაქეებს მშვიდობას უსურვებენ. 

„მოსწავლეები გამოეხმაურნენ უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, დაგმეს უკრაინელი ხალხის მიმართ ძალადობა, გამოხატეს მათ მიმართ სოლიდარობა და უსურვეს გამძლეობა და მშვიდობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203