ვაჩიანის საჯარო სკოლის პედაგოგმა, არუსიაკ გაბრიელიანმა მრავალფეროვანი აქტივობებითა და რესურსებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაატარა
09-03-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან.

ამჯერად, სკოლის VIკლასში მშობლიური ენის პედაგოგმა, არუსიაკ გაბრიელიანმა ღია გაკვეთილი თემაზე - „სინონიმებისა და ანტონიმების განსხვავება“ ჩაატარა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში ხალისით იყვნენ ჩართულნი. კლასი დაიყო ჯგუფებად და ჯგუფის თითოეული წევრი კითხვებისა და პასუხების დასმაში აქტიურად ჩაერთნენ. გაკვეთილზე სხვადასხვა სახის რესურსები იყო გამოყენებული.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203