პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ვერონიკა ბაბოიანმა გაზაფხულს მრავალფეროვანი ნამუშევრები მიუძღვნა
09-03-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა შესახებაც სკოლა საზოგადოებას ინფორმაციას ყოველთვის სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლა მე-4 კლასის ნიჭიერ მოსწავლეს, ვერონიკა ბაბოიანს წარუდგენს საზოგადოებას.
ნიჭიერმა მეოთხეკლასელმა გაზაფხულთან დაკავშირებით ულამაზესი ხელნაკეთი ნამუშევრები შექმნა. თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა, თუ რამხელა სიყვარულით არის შექმნილი.