ფანაგის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით ლამაზი ღონისძიება მოეწყო
09-03-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ აქტიურად და ხალისით აღნიშნავენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით ლამაზი ღონისძიება გამართეს. ღონისძიება მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგების - მზევინარ ხაჭვანის და მზიური რატიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერმა მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულები ლექსებით, სიმღერით და ცეკვით მიულოცეს.
ღონისძიებას სასკოლო საზოგადოება დიდი ინტერესით ესწრებოდა.