დიდი დმანისის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ აბრამიშვილმა ქალთა საერთაშორისო დღეს პრეზენტაცია მიუძღვნა
09-03-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს ყოველთვის ხალისით უძღვნიან.
ამჯერად, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ აბრამიშვილმა ქალთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა განახორციელა.
მეექვსეკლასელმა ინფორმაციული პრეზენტაცია მოამზადა, რომლის ფარგლებშიც ყველას ქალთა დღის დაარსების ისტორია გააცნო. ასევე, დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგებს 8 მარტი უდიდესი სიყვარულით მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლის პედაგოგი ლალი ოგნაძეა.