ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
09-03-2022
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში საქართველოს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს.
სკოლის მოსწავლეები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა აქტივობებით გამოეხმაურნენ. ბავშვებმა ხელები უკრაინის დროშის ფერებით მოიხატეს, დაამზადეს საქართველოსა და უკრაინის დროშები და ასევე, ცარცით მხარდასაჭერი ნახატებიც შეასრულეს.
ბავშვებმა აღნიშნული ღონისძიებით ომი დაგმეს და უკრაინელ ხალხს მშვიდობა უსურვეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს