ორგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს
09-03-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგორის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესოდ აღნიშნავენ. ასევე, პედაგოგები და მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებში მუდამ აქტიურად არიან ჩართულნი.
სკოლაში ამჯერად, დედის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა დახატეს ნახატები, გააკეთეს საგაზაფხულო გვირვინები და კედლის გაზეთები; მოსწავლეებმა აღნიშნული აქტივობით სიყვარულითა და სიკეთით სავსე სიტყვებით მიმართეს არამარტო ქართველ, არამედ მსოფლიო დედებს.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს