თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეს მხატვრული ღონისძიება და ნამუშევრების გამოფენა მიუძღვნეს
09-03-2022

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს მხატვრული ღონისძიება - „დედა, შენ გაზაფხულივით ლამაზი ხარ!“ და ნამუშევრების გამოფენა - „დედა გაზაფხულია, ქალი–მშვენიერება“ მიუძღვნეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ჩანახატები გაზაფხულზე, დედაზე, ქალთა სიდიადეზე. ასევე შეასრულეს სიმღერები.

მოსწავლეებმა დედებს და ქალ პედაგოგებს გაზაფხულის დღესასწაულები საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათებით მიულოცეს. 

იხილეთ ვიდეო:


                       თლუღის საჯარო სკოლა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203