სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დიორამები შექმნეს
09-03-2022
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-2გ კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაში (დამრიგებელი ი. ხუნწარია) კომპლექსური დავალება შეასრულეს. დავალების პირობის თანახმად პატარებს დიორამის შექმნა ევალებოდათ.
ტესტად გამოყენებული იყო იაკობ გოგებაშვილის - „ოთხი სურვილი“. მუშაობა ჯგუფებში ჩატარა, მასალა - რესურსი მიეწოდათ. აღსანიშნავია, რომ მეორეკლასელებმა ჯგუფებში როლები ხალისით მოირგეს და დაკისრებულ სამუშაოს თავი კარგად გაართვეს.