
ახალციხის მუნიციპალიტეტის, პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა, უსაყვარლეს მასწავლებელთან - კარინე ბაბოიანთან ერთად, ღია გაკვეთილი ჩაატარეს, რომელიც 8 მარტს მიუძღვნეს.
ეს იყო ღონისძიება და გაზაფხულის ნამდვილი დღესასწაული, რომელსაც საოცარი ემოციური დატვირთვა ჰქონდა - პატარა პამაჯის პირველკლასელებისთვის ეს გახლდათ პირველი ღონისძიება, რომელიც 8 მარტს მიუძღვნეს.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
1975 წელს გაერო-მაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.
იხილეთ ფოტოები