
დღეს უკრაინაში ომია... რუსული რეჟიმი არავის ზოგავს, მათ შორისაა მშვიდობიანი მოსახლეობა... ბავშვები... და შეუძლებელია ამ სისასტიკის მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს.
უკრაინასა და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოც. საოცარი მუხტია სკოლებში - პედაგოგები შეძლებისდაგვარად ამხნევებენ კოლეგებს, აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ამით გმირობის კიდევ ერთ მაგალითს აძლევენ საკუთარ მოსწავლეებს.
უკრაინის გვერდითაა ვაჟა-ფშაველას სახელობის, რუსთავის N23 საჯარო სკოლა - III „გ“ კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი რუსული ოკუპაციის მიმართ და ამცნეს მსოფლიოს, რომ დგანან უკრაინელი გმირი ხალხის - თანატოლების გვერდით.
ვაჟა-ფშაველას სახელობის, რუსთავის N23 საჯარო სკოლის III „გ“ კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში ნათლად ჩანს ის განცდები, რაც ახლა თითოეული მოზარდის გულშია. ეს ემოციური კლიპი კი გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ ყველა ბავშვს სურს მშვიდობა დედამიწაზე.
პრეზენტაცია სრულად იხილეთ ბმულზე