
ახალციხის მუნიციპალიტეტის, მუსხის საჯარო სკოლაში გაზაფხულის ნამდვილი დღესასწაული მოეწყო - დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებლებმა ჩაატარეს ღონისძიება - ასე მიულოცეს „დედის დღე“ და 8 მარტი მშობლებსა და პედაგოგებს.
მუსხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით მიეფერნენ მშობლებსა და უსაყვარლეს მასწავლებლებს - ამ დღეს სკოლის კედლებში დიდი სიყვარული იფრქვეოდა.
ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
1975 წელს გაერო-მაც აღიარა 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ.
იხილეთ ფოტოები