
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ვაჩიანის საჯარო სკოლის მე-3 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, უსაყვარლეს პედაგოგთან - გოარიკ ავანიანთან ერთად, მშობლიური ენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ ბავშვები ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულები საორგანიზაციო საკითხებში.
მართალია, პანდემიის გამო არაერთი სასკოლო აქტივობა შეიზღუდა, მაგრამ ვაჩიანის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, ბავშვებთან ერთად, ყოველთვის ახერხებდა, არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით, ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღები.
სწორედ ამიტომ, ვაჩიანის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის დღე-სასწაული, კვლავ პროტოკოლის გათვალისწინებით მოეწყო. იყო ემოციების ზღვა და ვაჩიანის საჯარო სკოლის მესამეკლასელების გზავნილი მსოფლიოს - მშობლიურ ენას სიყვარული და დაფასება სჭირდება.
იხილეთ ფოტოები