მშვიდობა და სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს - სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელების გზავნილი მსოფლიოს
08-03-2022

დღეს უკრაინაში ომია... რუსული რეჟიმი არავის ზოგავს, მათ შორისაა მშვიდობიანი მოსახლეობა... ბავშვები... და შეუძლებელია ამ სისასტიკის მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს.

უკრაინასა და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოც. საოცარი მუხტია სკოლებში - პედაგოგები შეძლებისდაგვარად ამხნევებენ კოლეგებს, აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ამით გმირობის კიდევ ერთ მაგალითს აძლევენ საკუთარ მოსწავლეებს.

გენო ადამიას სახელობის, სენაკის N1 საჯარო სკოლაში, პირველკლასელებმაც კი იციან, როგორი სასტიკია ომი და უსაყვარლესი მასწავლებლის, ნინო გარუჩავას ხელმძღვანელობით გადაწყვიტეს, საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის შეეტყობინებინათ, რომ სურთ მშვიდობა და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ბავშვებს.

ეს იყო შიდასასკოლო ღონისძიება, უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი ერთგვარი პერფორმანსი და რაც მთავარია სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელთა გზავნილი მსოფლიოს - ყველა ბავშვს სურს, დედამიწაზე იყოს მშვიდობა! 

პრეზენტაცია სრულად იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203