„თქვენი ტკივილი გვტკივა“ - მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის სოლიდარობა უკრაინას
07-03-2022

დღეს უკრაინაში ომია... რუსული რეჟიმი არავის ზოგავს, მათ შორისაა მშვიდობიანი მოსახლეობა... ბავშვები... და შეუძლებელია ამ სისასტიკის მიმართ ვინმე გულგრილი დარჩეს.

უკრაინასა და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოც. საოცარი  მუხტია სკოლებში - პედაგოგები შეძლებისდაგვარად ამხნევებენ კოლეგებს, აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და ამით გმირობის კიდევ ერთ მაგალითს აძლევენ საკუთარ მოსწავლეებს.

უკრაინის გვერდითაა დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლა. სადაც ღონისძიებით, კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი რუსული ოკუპაციის მიმართ და სიტყვებით - „თქვენი ტკივილი გვტკივა“ ამცნეს მსოფლიოს, რომ დგანან უკრაინელი გმირი ხალხის გვერდით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203