ოთის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა უფროსკლასელების დახმარებით დედის დღის მისალოცი ბარათები დაამზადეს
07-03-2022
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნავენ.
სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს დედის დღესთან დაკავშირებით მისალოცი ბარათები დაამზადებინეს.
მოსწავლეები აღნიშნულ პროცესში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
შეგახსენებთ, რომ დედის დღეს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს 3 მარტს, საქართველოში დედის დღის აღნიშვნა 1991 წლიდან პრეზიდენტ, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით დაიწყო.