„ბავშვები ბავშვებისათვის“ - პატარა ქანდის საჯარო სკოლაში უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია მოეწყო
07-03-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლის თვითმართველობის ინიციატივითა და დირექციის ხელშეწყობით, უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია - „ბავშვები ბავშვებისათვის“ მოეწყო.
აქციის ფარგლებში შეგროვდა: თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჰიგიენური და პირველადი მოხმარების ნივთები; ასევე, საკვები პროდუქტი.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა ამ ქმედებით უკრაინელი თანატოლების მიმართ თანადგომა გამოხატეს.