„დედა უკვდავია“​ - ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
07-03-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მრავალფეროვან ღონისძიებებს მუდამ ხალისით უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „დედა უკვდავია“ ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„დედა“ - რა ამაყად ჟღერს ეს სიტყვა. მოსწავლეებმა სიმღერებით, ლექსებით, საჩუქრებით მოეფერნენ დედიკოებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203